ინდივიდის ცნება

ინდივიდის ცნება
ინდივიდუალური სუბსტანციის სრული ცნება და მხოლოდ მას მიეყენება. სისრულეზე ხაზგასმა იმის მაუწყებელია ფორმულაში, რომ ინდივიდის ცნების მიმართ რაიმე ახალი პრედიკატების დამატება შეუძლებელია. ამ შინაარსობრივი თვალსაზრისით ინდივიდუალური ცნება ამავე დროს მაქსიმალური შემცველობის ცნებაცაა. იმისათვის, რომ ესა თუ ის ნაწილობრივი ცნება შევიდეს ინდივიდუალური ცნების პრედიკატის შემადგენლობაში, მას წაეყენება ორი მოთხოვნა, (ა) რომ ის უნდა იყოს არაწინააღმდეგობრივი და (ბ) იყოს თანაშეთავსებადი უფრო მეტი მოცულობის ნაწილობრივ ცნებებთან. პრინციპი, რის მიხედვითაც ერთი ცნება (სულ ერთია ნაწილობრივია ის თუ არა) შეიძლება შევიდეს მეორე ცნების მოცულობაში, არის მსგავსების მიმართება, რაც ტექნიკური თვალსაზრისით უფრო ჩართულობად განისაზღვრება. ინდივიდუალური ცნებების კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ყოველიგამართული, ნორმალური ინდივიდუალური ცნება უსასრულო რაოდენობის პრედიკატებს შეიცავს. ამიტომ, ცნებების მოცულობაზე საუბრისას, შესაძლოა, უმჯობესია ვისაუბროთ არა „მეტი“ ან „ნაკლები“ მოცულობის ცნებებზე, არამედ მეტი ან ნაკლები ძალის ცნებებზე. ამგვარი საუბარი კი საჭირო გახდება მაშინ, როდესაც სუბსტანციების კონტექსტში, ცნებათა სრულყოფილების საკითხი დადგება. გავიხსენოთ, რომ ლაიბნიცის მეტაფიზიკით ის სუბსტანციაა უფრო სრულყოფილი, რომელიც შეთავსებადია უფრო მეტი მოცულობის აქციდენციასთან.
Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Смотреть что такое "ინდივიდის ცნება" в других словарях:

  • ადამიანის უფლებები — • მორალური უფლებამოსილება, რომელიც მსოფლიოს ყველა ინდივიდს გააჩნია უბრალოდ იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ადამიანი. ჩვენი უფლებების მოთხოვნის დროს ჩვენ მივმართავთ საკუთარ მთავრობას მორალური პოზიციიდან: თქვენ არ გაქვთ ამის გაკეთების უფლება, რადგანაც… …   Georgian encyclopedia

  • ლიბიდო — ფსიქოანალიზის ერთ ერთი საკვანძო ცნება. დასაწყისში ითვლებოდა ფსიქიკურ ენერგიად, რომელიც ინდივიდის ყოველგვარი სექსუალური გამოვლენის საფუძველს წარმოადგენს. გამოყენებული იყო როგორც სქესობრივი ლტოლვის სინონიმი. მოგვიანებით ფროიდი ამ ცნებას იყენებდა… …   Georgian encyclopedia

  • პრაივესი — ანგლოსაქსური სამართლებრივი ცნება პირადი ცხოვრების თავისუფლებას, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ნიშნავს. პრაივესი არის ადამიანის სურვილი თავისუფლად აირჩიოს, თუ რა ვითარებაში და რა ხარისხით არის ის მზად, გახსნას… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»